top of page

როგორ დავიწყეთ

ჩვენი ისტორია იწყება ვარჯიშის სიყვარულიდან

-   ჩვენს შესახებ  -

თუ მკითხავთ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმისათვის რომ წარმატებას მიაღწიო რომელიმე სფეროში? დაუფიქრებლად გიპასუხებთ: გარემოცვა! დიახ, გარემოცვა!

რატომ? იმირომტომ, ჩვენ ადამიანები სოციალური არსებები ვართ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობები, ასევე მიდრეკილნი ვართ სწავლისკენ, განვითარებისკენ. მთავარი კი ისაა, რას ვსწავლობთ? რა უნარების განვითარებას ვახდენთ? კარგის თუ ცუდის? ამას კი ჩვენი ცნობიერი არჩევანი განსაზღვრავს. არჩევანი გადაწყვეტილების მიღების და შემდგომ ქმედების დონეზე. განსაკუთრებით კი ადამიანთა იმ კატეგორიისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა გარემოცვის ფაქტორს, ვინც არ გამოირჩევა პროაქტიური, ლიდერული თვისებებით, სიჯიუტითა და მიზანდასახულობით.

მაგრამ, გარემოცვის გარდა ასრსებობს კიდევ ერთი, უფრო მნიშვნელოვანი, შეიძლება ვთქვათ - შესაძლებლობა, მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიოთ დასახულ მიზანს, არა აქვს მნიშვნელობა სფეროს, ეს არის მენტორის ფაქტორი!
მენტორი არის ადამიანი ვინც უკვე მიაღწია იმ მიზანს, რისკენაც ჩვენ მივილტვით და მას საკუთარი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე შეუძლია დაგვეხმაროს ჩვენ, იგივეს გაკეთებაში.

 

ყველაფერი გასაგებია ხომ?

ჩვენ გვჭირდება მენტორი, და გვჭირდება გარემოცვა!

ჰოდა ზუსტად ამ ორმა ფაქტორმა უბიძგა ვატოს, თავად შეექმნა საკუთარი გარემოცვა. მე კი უსიტყვოდ დავთანხმდი მის ამ გადაწყვეტილებას, რამეთუ დარბაზში 5 თვიანი სიარულის პერიოდში, მარტოდმარტომ, კარგად გამოვცადე რას ნიშნავს უმენტორობა და გარემოცვის არაარსებობა.

ბოლოსდაბაოლოს როგორც იქნა ვატოს სახით გამიჩნდა მეწყვილე, თანამოაზრე, ვისთან ერთადაც სიხარულით ვვარჯიშობ და დღითიდღე ვუახლოვდებით ჩვენს მიზნებს.

საკუთარი გამოცდილებიდან კარგად ვიცით თუ რა პრობლემებს აწყდებიან დამწყები მოვარჯიშეები. თუნდაც მხოლოდ სავარჯიშო პრობრამის შედგენა რად ღირს. მე პირადად როდესაც ამ გზას გავდიოდი, ყოველ ვარჯიშზე ახალი 2 თვიანი პროგრამით ვარჯიშს ვიწყებდი :) საქმე კი იმაში იყო, რომ ნებისმიერი, ვინც იყო ამ სფეროში კომპეტენტური, თუ არარკომპეტენტური, ყველა თავის განსხვავებულ აზრს მეუბნებოდა, თუ როგორ უნდა მევარჯიშა. თან ისეთი დამაჯერებლები იყვნენ რომ სხვა გზა არ მრჩებოდა, მეც ვუჯერებდი. შესაძლოა ახლა რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, რამდენიმე მათგანის ხედვა მართლა შეესაბამებოდა ჩემს იმჟამინდელ საჭიროებებს, მაგრამ მე არ მქონდა საკმარისი ცოდნა და გამოცდილება მაშინ, დამოუკიდებლად განმესაჯა სწორი და არასწორი გზა. აი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მენტორის ფაქტორი.

დღეს სპორტულ კლუბებში არიან პერსონალური მწვრთნელები, თუმცა მათი მომსახურებით სარგებლობა არცთუ ისე იაფია და ყველას არ აქვს ამის შესაძლებლობა.

სწორედ ეს იყო ერთერთი ფაქტორი, რის გამოც ჩვენ გადავწყვიტეთ ერთგვარი ონლაინ სავარჯიშო სივრცის შექმნა. ჩვენს საიტზე ნებისმიერ კომპეტენტურ ადამიანს შეუძლია გამოაქვეყნოს საკუთარი სტატია თუ ვიდეო გაკვეთილი, სადაც კონკრეტულ თუ ზოგად რჩევებს მისცემს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ ათლეტებს. ასევე სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია პერსონალური რუბრიკის შექმნა და საკუთარი პროფესიონალიზმის დემონსტრირება ფართო აუდიტორიის წინანაშე.

მე არაერთ დარბაზში მინახავს გამოცდილი სპორტსმენები, რომლებიც დიდი მონდომებით ასწავლიდნენ დამწყებ მოვარჯიშეებს. თუმცა უფრო ხშირად არასწორი ტექნიკებითა და პროგრამებით მოვარჯიშე ახალბედებს ვხვდებოდი, რომელთათვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ვარჯიშის სწორად შესრულებას, რათა საწყის სტადიაზე ტრამვები არ მიიღონ, ან არასწორად არ განავითარონ სხეულის სხვადასხვა კუნთები. ამ პრობლემასაც ეხმიანება და ერთგვარ გამოსავალს სთავაზობს ჩვენი ბლოგი თუ ვიდეო ინსტრუქციები, რომელსაც ჩვენი მენტორები, პროფესიონალი ათლეტები შემოგთავაზებენ.

და ბოლოს ისევ გარემოცვას მინდა დავუბრუნდე. მე პირადად როდესაც დარბაზში შევდივარ (სულ რომ პირველად შევდიოდე) და იქ მოვარჯიშე ადამიანებს ვხედავ, რაღაცნაირად ჩემიანებად ვთვლი ყველას, მიხარია მათი დანახვა. სპორტულ დარბაზებში არამარტო სხეულები, ურთიერთობებიც ჯანსაღი და სიამოვნების მომტანია. სწორედ ამიტომ გვსურს მთელი ქართული სავარჯიშო სივრცის, მოვარჯიშე საზოგადოების გაერთიანება.

ჩვენ ჩვენი ცნობიერი არჩევანი უკვე გავაკეთეთ და უარი ვთქვით თამბაქოზე, ალკოჰოლზე, არაჯანსაღ საკვებზე. ყველაფერზე, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანზე. და ნაცვლად ამ ყველაფრისა ჯანმრთელი ცხოვრება, განვითარება, მუდმივი სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა ავირჩიეთ. სპორტული ცხოვრება და ფორმის შენარჩუნება მკაცრ დისციპლინას, ერთგულებას, თავდადებას და საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებობას ნიშნავს. ჩვენ კი ასეთ გარემოცვას ვქმნით... და ბოლოს ჩემი მენტორის სიტყვებით მინდა დავასრულო:

რასაც არ უნდა ვქმნიდეთ, ჩვენ ვქმნით საკუთარ თავს!

© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია

bottom of page