top of page

რა არის "Manქანა"

  • Writer: Admin
    Admin
  • Apr 29, 2018
  • 2 min read

Updated: May 26, 2018


ree


მეცნიერებამ უკვე დიდი ხანია დაამტკიცა რომ ამ სამყაროში ყველაფერი რაც მატერიალურია ენერგიას წარმოადგენს. რა თქმა უნდა ეს ეხება ადამიანის სხეულსაც. ჩვენ უწყვეტ რეჟიმში მიღებთ ენერგიას და ამასთანავე ვხარჯავთ მას. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ როგორ შევივსოთ ენერგიის მარაგი და როგორ ვაკონტროლოთ ის.

ენერგიის მიღების არაერთი გზა არსებობს და დღეს ჩვენ შევეხებით ერთ-ერთ ყველაზე უმნიშვნელოვანესს - ეს არის კვება!

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საკვები ისაა ჩვენი ორგანიზმისთვის, რაც საწვავი ავტომობილისთვის. საწვავი იწვის ავტომობილის ძრავში, გარდაიქმენბა ენერგიად და სწორედ ამ ენერგიით გადაადგილდება ავტომობილი. ასევეა ჩვენს შემთხვევაშიც, სწორედ საკვების გადამუშავების შედეგად იღებს ჩვენი სხეული ენერგიის ძირითად რესურსს.

ყველამ ვიცით რომ ავტომობილის საწვავის რამდენიმე კატეგორია არსებობს და ისინი განსხვავდებიან თავისი ოქტანობით, ხარისხით. ზოგიერთ ავტომობილს არ უხდება დაბალი ხარისხის საწვავი და ეს პირდაპირ მისი ძრავის მუშაობაზე და „გაწევაზე“ აისახება.

ალბათ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანისთვის სწორე კვება, რაც გულისხმობს პირველ რიგში საკვების ხარისხს, რაოდენობას და კვების სიხშირეს.

საკვების საშუალებით ჩვენ ან ვიღებთ ენერგიას, ან ვკარგავთ. მაგალითად, ნახშირწყლები, ეს არის პირველი (თავისი მნიშვნელობით) ენერგიის წყარო ორგანიზმისთვის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი დიდი რაოდენობით მიღება (ბოსტნეული, ხილი, სხვადასხვა მარცვლეული კულტურები). ნახშირწყლების რაოდენობა ჩვენს სხეულში დაახლოებით 5 %-ია. თან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რომ ამ კატეგორიის პროდუქტი ჯობია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ, რათა დღის განმავლობაში შევძლოთ მიღებული ენერგიის გამოყენება და გახარჯვა.

ცომეულის და ცხიმიანი საკვების გადამუშავება კი ჩვენს ორგანიზმს არათუ ავსებს ენერგიით, არამედ აცლის მას ენერგიის მარაგს და ამიტომ ჩემი რჩევა იქნება არ მიირთვათ, ან მცირე დოზით ცომეული მიიღეთ სადილის (ლანჩის) დროს, რათა შეინარჩუნოთ ენერგიის მარაგი დღის განმავლობაში შემდგომი აქტივობისთვის. სამწუხაროდ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დღის განმავლობაში, სამსახურებში შესვენებებზე სწორედ ცომეულით იკვებება, ეს კი მათ შრომისუნარიანობას აქვეითებს დღის მეორე ნახევარში და მუშაობის ხალისსაც კი აკარგვინებს უმეტეს შემთხვევაში.

ასევე დიდ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს სხვადასხვა კატეგორიის საკვების მიღება (ქართული სუფრა ამის ნათელი მაგალითია), რამეთუ ყველა პრიდუქტს გადამუშავების თავისი დრო აქვს. მაგალითად: ხორცს 4-5 საათი სჭირდება, ხილ-ბოსტნეულს -30-40 წუთი, რძის პროდუქტებს და მარცვლეულ კულტურებს (წიწიბურა, ბრინჯი, ხორბალი) 2 საათი. თევზეულს 1 საათი.

პრაქტიკული რჩევა: თუ გსურთ გქონდეთ მეტი ენერგია, მაშინ ისწავლეთ მისი მართვა და კონტროლი. კითხეთ საკუთარ თავს:

რამდენად უწყობს ხელს ჩემი ამჟამინდელი კვება ენერგიის გაჩენას?

პ.ს. შეადგინე დასაწყისისთვის მარტივი კვების რეჟიმი, დაიწყე მისი დაცვა და დაკვირვება საკუთარ ენერგიაზე.

გისურვებ სამყოფ ენერგიას დასახული მიზნების მისაღწევად!


Comments


© 2023 СЧАСТЬЕ ЕСТЬ. Сайт создан на Wix.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

Tel:555 37 13  60

 Tel:557 36 36 23

E mail : livestyle@gmail.com

©  2018 ყველა უფლება დაცულია

bottom of page